ქუთაისში 296 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში წყალმომარაგების ახალი ქსელი ეწყობა

ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა (IIფაზა) აქტიურად გრძელდება. ამ დროისთვის, სამუშაოები ქალაქის 296 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს, სრულად იცვლება კორპუსების საძირკველში განთავსებული წყალმომარაგების მილები (ჰორიზონდალური დგარი). ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს

აღნიშნული ქსელის რეაბილიტაციას თავდაპირველი პროექტი არ ითვალისწინებდა. კორპუსების სარდაფებში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, დონორ ორგანიზაციის მხარდაჭერით, მილების რეაბილიტაციისთვის პროექტში ცვლილებები შეიტანა.

დღეის მდგომარეობით, კორპუსების საძირკველში არსებული წყალმომარაგების ქსელიამორტიზებულია, ხშირია დაზიანების ფაქტები, რაც იწვევს სარდაფების დატბორვას.

ამ დროისთვის, სამუშაოები 60 საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში დასრულებულია. პარალელურად, მრავალბინიან კორპუსებში, სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, აბონენტების გამრიცხველიანება მიმდინარეობს, რაც წყლის გამანაწილებელი დგარებისა და შიდა ქსელების მოწყობას ითვალისწინებს. ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია წელს დასრულდება. პროექტს 80 788 120 ლარით აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...