ქუთაისში, 28 თებერვლიდან გრიშაშვილის, დუმბაძისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე გზა გადაიკეტება

28 თებერვლიდან საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაიკეტება გზის მონაკვეთი გრიშაშვილის, დუმბაძისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე. მითითებულ ტერიტორიაზე დროებით აიკრძალება ტრანსპორტის მოძრაობა.

გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება გზის საფარი, ფეხით სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ნიუ პოვერი“ ასრულებს . გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 925 ათასი ლარია გამოყოფილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად