ქუთაისში 28 სექტემბრიდან დავით აღმაშენებლის გაზირზე მოძრაობა შეიზღუდება

“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 28 სექტემბრიდან, ქალაქ ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

“კერძოდ, სამოძრაო ზოლის მარჯვენა მხარეს, ნინოშვილის ქუჩის კვეთიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის კვეთამდე. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის”, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში..

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად