ქუთაისში 2013 წელს გარდაცვლილი ელიკო კოღუაშვილის ოჯახი რამდენიმე ექიმს დღემდე უყურადღებობაში ადანაშაულებს

ქუთაისში 2013 წელს გარდაცვლილი ელიკო კოღუაშვილის ოჯახი რამდენიმე ექიმს დღემდე უყურადღებობაში ადანაშაულებს და მათ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. როგორც დაღუპულის შვილმა მერაბ კოღუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა პაციენტი კლინიკაში ბარძაყის ყელის მოტეხილობით შეიყვანეს, ორი საათის განმავლობაში ყურადღება არ მიაქციეს. შემდეგ კი მხოლოდ რენტგენოგრამა გაუკეთდა. სხვა დამატებითი კვლევა არ ჩატარებია. არ მომხდარა კიდურის ფიქსაცია და პაციენტისთის რეკომენდაციაც კი არ დაუწერიათ.

ოჯახი ზურაბ ცხაკაიას ინტერვენციული მედიცინის ცენტრის სამედიცინო ცენტრის ორთოპედის გიორგი ღვინჯილიასა და მიმღები ექიმის, მარიკა ჩიხლაძის მიმართ სამართლებრივ დევნას მოითხოვს.

ელიკო კოღუაშვილის ოჯახის ადვოკატი, ივანე ძნელაძე ამბობს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და მუხლის გადაკალიფიცირება უნდა მოხდეს.

„საქმე უნდა აღიძრას 130–ე მუხლით, რაც გულისხმობს მედიცინის მუშაკის მიერ საპატიო მიზეზის გარეშე პაციენტის დაუხმარებლობას. ექიმებმა არაფერი გაკეთეს იმისთვის, რომ ელიკო კოღუაშვილი გადაერჩინათ და ფეხის მოტეხვით გარდაიცვალა ადამიანი. პროკურტურა ხელს აფარებს დამნაშავე პირებს“,–აცხადებს ივანე ძნელაძე.

გარდაცვლილის ოჯახმა უკვე მიმართა სახალხო დამცველის ოფისსაც. მერაბ კოღუაშვილი სახალხო დამცელს მოუწოდებს მიმართოს პროკურატურას და მოითხოვოს გამონაკლისის სახით საქმის მასალებზე წვდომა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად