ქუთაისში 18 ივნისს მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი მამაკაცი გარდაიცვალა

მამაკაცი რომელმაც ავტომშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, საწვავი შეიტანა და სავარაუდოდ, ცეცხლი მოუკიდა თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.

ქუთაისის დამწვრობის ცენტრის დირექტორის ზურა უგრეხელიძის ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის 85%-იანი დამწვრობა ჰქონდა.

აფეთქების შდეგად 7 ადამიანი დაშავდა.

დღეს დილით ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი. აფეთქებაში ეჭვმიტანილის დედა კი მძიმე მდგომარეობაშია.

ასევე მძიმეა ათი წლის გოგონას მდგომარეობაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...