ქუთაისში 17 გადამზიდი კომპანია სამი თვის მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდა

შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს. საშეღავათო პერიოდი მარტის, აპრილისა და მაისის მოსაკრებელს ეხება.

“ეს არის მოსაკრებელი, რომელსაც გადამზიდი კომპანიები ბიუჯეტში იხდიდნენ. გამომდინარე იქედან, რომ ამ პედიოდში ფაქტობრივად არ უმუშავიათ მათ სამი თვის გადასახადი ჩამოეწერებათ. აღნიშნული შენატანი თვეში 67 000 ლარს შეადგენდა. აქ იგულისხმება როგორც ავტობუსების ისე მიკროავტობუსების ხაზები”- განაცხადა შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის” დირექტორის მოადგილემ ირაკლი ცხვედიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად