ქუთაისს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

ქუთაისს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. როგორც „სოკარ ჯორჯია გაზში“ “აიპრესს” განუცხადეს, ამის მიზეზი ქვიტირის ტერიტორიაზე ცენტრალურ მაგისტრალზე დაფიქსირებული დაზიანება გახდა.

ამ დრომდე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. „ვმუშაობთ და სტრატეგიულ ობიექტებს ეტაპობრივად აღუდგებათ გაზის მიწოდება. ვფიქრობთ ქალაქის მასშტაბით პრობლემა ხვალ საღამომდე აღმოიფხვრება“-განაცხადეს „სოკარ გაზში“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად