ქუთაისის უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი ვოლფანგ ჰერმანი იქნება

ამის შესახებ განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

“ბოლოსთვის შევინახე ერთი ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი, დიდი სიხარული მინდა გაცნობოთ, რომ ქუთაისის საერთაშორისიო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი იქნება მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი ამ ჟამად მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფესორი ვოლფანგ ჰერმანი იქნება” – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნეს, 2020 წლის 1 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს მიიღებს ამის შესახებ პრემიერ მინისტრის მრჩეველმა განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელმა ფონდი “ქართუს“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს, რომლის პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად ფუძნდება. საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად 2020 წლის სექტემბერში იქნება მზად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...