ქუთაისის “ტორპედომ” ევროპის ლიგის ფლეი ოფის პირველი მატჩი წააგო

ევროპის ლიგის ფლეი ოფის პირველი შეხვედრა, ქუთაისის "ტორპედომ", მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ბულგარეთის "ლუდოგორეცთან" გამართა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

პირველ ტაიმში კახა ჩხეტიანის გუნდმა გოლი გაიტანა, თუმცა გვერდითა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე ვანდერსონმა "ტორპედოს" გაუტანა და შესვენებაზე გუნდი უპირატესობით გაიყვანა. მეორე ტაიმში შეხვედრის სურათი არ შეცვლილა. რამდენჯერმე იყოჩაღა ქუთაისელთა მეკარე კვასხვაძემ და გუნდი გადაარჩინა. განმეორებითი მატჩი, 30 აგვისტოს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...