ქუთაისის “ტორპედომ” მესამე ცდაზე, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება მოიგო.
თასის ფინალს, სადაც ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარი “გაგრა” ქუთაისის “ტორპედოს” უპირისპირდებოდა, ბათუმის ანგისის ბაზამ უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი დრო, ფრედ 2:2 დასრულდა.
დატებით დროში გუნდებმა გატანა ვეღარ შეძლეს, პენალტების სერიაში კი ქუთაისელებმა უკეთესად შეასრულეს დარტყმები. გაგრელებიდან ორმა ფეხბურთელმა დარტყმა გააფუჭა, იმერლები კი უფრო ზუსტები აღმოჩნდნენ – 2:4 ასე დასრულდა პენალტების სერია.
ქუთაისის “ტორპედომ” თასის მოგებით ევროსარბიელის საგზური გაინაღდა და ზედიზედ მესამე ფინალის შემდეგ, გამარჯვება მოახერხა.