ქუთაისის “ტორპედო” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

ქუთაისის "ტორპედომ", ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაშიც, პირველის მსგავსად, ფარერების "ვიკინგური" გასვლაზე გაანადგურა და მესამე ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც ალანურ "კუკეშს" დაუპირისპირდება.

კახა ჩხეტიანის გუნდმა, მეორე მატჩში 0:4 იმარჯვა, ორი მატჩის ჯამში კი "ვიკინგურს" 7:0 სძლია.

ქუთაისელებმა, პირველივე დაპირისპირებაში გაარკვიეს ამ წყვილის გამარჯვებულის ვინაობა, სადაც 3:0 მოიგეს. მეორე დაპირისპირებაში, კახა ჩხეტიანს, სათადარიგო სკამზე, მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი ჰყავდა, რაც სავარაუდოდ იმით იყო განპირობებული, რომ იმერელთა თავკაცს, ყველაფერი განაღდებული ეგონა.

პირველი გოლი "ვიკინგურს" მილოშ ლაჩნიმ გაუტანა, კობახიძემ პირველივე ტაიმში, "ტორპედოს" უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში, კიდევ ერთმა ლეგიონერმა, აზაცკიმ აიღო მეტოქის კარი, მატჩის მიწურულს კი კაპანაძემ წერტილი დაუსვა მასპინძელი გუნდის განადგურებას – 0:4.

ამ წუთებში, თავის შეხვედრის ბოლო წუთებს თამაშობს საჩხერის "ჩიხურა", რომელიც სლოვენიურ "მარიბორთან" 1:0 მარცხდება. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, საჩხერელებმა დარჩენილ დროში გოლის გატანა უნდა მოასწრონ.

"ტორპედო" "კუკეშთან" თავის პირველ მატჩს მომავალ ხუთშაბათს გამართავს. 

ფოტო: ტორპედო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად