ქუთაისის “ტორპედო” ევროპის ლიგას ემშვიდობება

ქუთაისის "ტორპედო" ევროპის ლიგას ემშვიდობება. კახა ჩხეტიანის გუნდმა, ბულგარეთის "ლუდოგორეცთან" ფლეი ოფის განმეორებითი შეხვედრა, გამანადგურებელი ანგარიშით – 4:0 დათმო და ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა.

ქუთაისელების ამოცანა რთული იყო. სახლში 0:1 წაგებული თამაშის შემდეგ, "ტორპედოს" გასვლაზე აუცილებლად უნდა გაეტანა თამაშში დასაბრუნებლად, თუმცა იმერლებმა ეს ეტაპი უგოლოდ დაასრულეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველმა ფეხბურთელებმა 2:0 წააგეს. ჩხეტიანის გუნდის რბევა, მეორე ტაიმის 62-ე წუთზე ვანდერსონმა მეოთხე გოლით დაასრულა. სწორედ ამ ფეხბურთელის გოლით მოიგეს ბულგარელებმა საქართველოში.

ორი მატჩის ჯამში, ქართული კლუბი "ლუდოგორეცთან" 5:0 დამარცხდა.

ფლეი ოფამდე ფარერებისა და ალბანეთის გუნდები გამოთიშეს ასპარეზობას. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად