ქუთაისის სპორტული აიპ-ს უფროსის მოადგილე “მთავარ არხს” კაბინეტში შეჭრაში ადანაშაულებს

ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილე შსს-ს მიმართავს.

ა(ა)იპ-ის შენობაში იმყოფებოდნენ უწყების თანამშრომლები. როგორც მამუკა მღვდელაძემ განაცხადა ქუთაისში ბოლო დღეებში გამართული აქციების პარალელურად მის მიმართ არ წყდება უსაფუძვლო ბრალდებები.

დღეს კი თავის სამუშაო კაბინეტში შეიჭრა „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი და მის სამუშაო მაგიდაზე დოკუმენტაცია მიმოფანტეს.

„ვიმყოფები კუთვნილ შვებულებაში. „მთავარი არხის“ ჟურნალისტები შემოვიდნენ. ადგილზე არ ვიყავი და ნებართვის გარეშე შევიდნენ ჩემს სამუშაო ოთახში, რომელიც არიეს. გარდა იმისა, რომ ბრალს მდებენ აქციების ორგანიზებაში უკვე პირად სივრცეშიც იჭრებიან. დიახ, მე ვიყავი აქციაზე, როგორც მოქალაქე, მაგრამ მე ყოველთვის აქტიურად ვიდექი უსამართლობის წინააღმდეგ. უკვე მივმართე საგამოძიებო უწყებას“ – განაცხადა ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილემ მამუკა მღვდელაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად