ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი თბილისში სოლო კონცერტს გამართავს

ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სოლო კონცერტს გამართავს კონცერტი 31 მაისს 20 სთ-ზე გაიმართება და მასში 75 მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას,

ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი 2009 წელს დაარსდა, მის შემოქმედებას კარგად იცნობენ საქართველოში, ანსამბლი გასტროლებით იმყოფებოდა თურქეთში იტალიაში, უნგრეთში, უკრაინაში, ლიეტუასა და შვეიცარიაში, მომავალში იგეგმება გასვლა შევიცარიაში, კანადასა და დუბაიში.

ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფია შოთა ჯიშკარიანი, ქორეოგრაფი ია ესვანჯია, ხოლო ლოტბარი ქეთევან ბანცაძე .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...