ქუთაისის საკრებულოს წევრი და დავით ოქიტაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – ვიდეო

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც დეპუტატები კულტურის პალატისთვის ყოფილი ქარხნის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის, დროებით უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს განიხილავენ.

ქუთაისის მუნიციპალიტეტშის მერიასა და საკრებულოში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს.

“სირცხვილია, ფალიაშვილის ქალაქში ოქიტაშვილი ავითარებდეს კულტურას,”-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ და საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვა.

შუშანიას განცხადებას სხდომაზე დამსწრე დავით ოქიტაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. ოქიტაშვილსა და შუშანიას შორის დაწყებული დაპირისპირების განმუხტვა საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფმა პირებმა სცადეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...