ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი “ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ ბენეფიციარებს შეხვდა

2020 წლის 20 თებერვალს, გაეროს სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შენგელია დღის ცენტრის „ ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ ბენეფიციარებს შეხვდა და სხვადასხვა ტიპის, ფუნქციური და განმავითარებელი სათამაშოები გადასცა, ამავე ღონისძიების ფარგლებში ირაკლი შენგელია დღეს სოციალური მომსახურების და ჯანმრთელობის დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდება და მადლობის სიგელებს გადასცემს.

სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით აღინიშნება, 2020 წელს ამ დღის მთავარი გზავნილია „უთანასწორობის ხარვეზის აღმოფხვრა სოციალური სამართლიანობის მისაღწევად“ სოციალური თანასწორობის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია სოციალური სამართლიანობის, როგორც ერებში და მათ შორის მშვიდობიანი და წარმატებული თანაცხოვრების ძირითადი პრინციპის განმტკიცება, გენდერული თანასწორობის დამკვიდრებით, მოქალაქეების და მიგრანტების უფლებების დაცვით და იმ ბარიერების დაძლევით, რასაც ადამიანები აწყდებიან სქესის, ასაკის, რელიგიური, რასობრივი თუ კულტურული კუთვნილების ან შეზღუდული შესაძლებლობების გამო.

„დღეს გაეროს სოციალური სამართლინობის მსოფლიო დღის ფარგლებში ჩვენ ვესტუმრეთ დღის ცენტრს „ ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“, რათა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის და უთანასწორობის ხარვეზების აღმოფხვრის მიზნებში, დღის ცენტრის საქმიანობა ნათლად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც დგას ჩვენი მოქალაქეების წინაშე, განსაკუთრებულია ორგანიზაციის ჩართულობა ჩვენი მომავალი თაობის, ბავშვების განვითარებაზე ზრუნვის და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის და სოციალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით.

მინდა მადლობა გადავუხდო მათ აქტიური და ნაყოფიერი საქმიანობისთვის და წარმატება ვუსურვო დღის ცენტრის თითოეულ ბენეფიციარს“ – ირაკლი შენგელია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად