ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოროპტიმისტი ინტერნაციონალის ქალთა კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია სოროპტიმისტი ინტერნაციონალის ქალთა კლუბის წარმომადგენლებს, საკრებულოს წევრებთან მაია სიმონიძესთან და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი სოროპტიმისტი ინტერნაციონალის სამოქმედო გეგმასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივას შეეხო.

კლუბის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ქუთაისში თურქი მხატვრის ნილუფერ ინალტონგის პერსონალური გამოფენა მოეწყო, რომლის ნახვის შესაძლობლობაც დამთვალიერებლებს 13 სექტემბრამდე ექნებათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად