ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე: ნანა კოსტავა ფრაქციას დღეს დატოვებს

ამის შესახებ ჟურნალისტებთან საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა.ნიკა ლატარიას ინფორმაციით, ნანა კოსტავა ფრაქცია “ქართულ ოცნება – კონსერვატორებს” დღეს დატოვებს.

“მე დავაანონსე, რომ ან მე დავტოვებდი ფრაქციას, ან ის, გადაწყვიტა, რომ თავად წავიდეს. დღეს დატოვებს ფრაქცია “ქართულ ოცნება -კონსერვატორებს” და იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი”, -განაცხადა ნიკა ლატარიამ.

მისი თქმით, კოსტავა პარტიიდან ჯერ არ გაუშვიათ, რადგან ამ საკითხზე მსჯელობენ, თუმცა ამბონს რომ ფრაქციიდან გაშვება გულისხმობს, რომ ის პარტიაშიც არ დარჩება.

კითხვაზე, მივა თუ ნანა კოსტავა საკრებულოში ამბობს: “შემიძლია დავიფიცო, მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია არ მქონია, არც სატელეფონო და არც მინახავს და არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს” -განაცხადა ლატარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...