ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია ევროპის დღეს განცხადებით გამოეხმაურა

9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, ეს დღე ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. ევროპის დღის აღნიშნვნა უკავშირდება 1950 წლის შუმანის დეკლარაციას, რომელმაც 71 წლის წინ, საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირის ქვეყნების გაერთიანებას და პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შემოღებას, რაც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა. „საქართველოში 2021 წლის ევროპის დღის თემაა “ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ”, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირისა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას, საერთო ღირებულებებსა და სოლიდარობას, განსაკუთრებით COVID-19 კრიზისის პირობებში. ჩვენ, „ევროპის გუნდის“ წევრები, ერთად უფრო ძლიერები ვართ და ჩვენი შრომის შედეგიც უკეთესია. საქართველოსთან, როგორც პარტნიორთან ერთად, ევროკავშირი უფრო ძლიერია. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს“ – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია ევროპის დღეს განცხადებით გამოეხმაურა:
„ დღეს ევროპის დღე აღენიშნება. ევროპული სახელმწიფოების პროგრესი ეფუძნება ფუნდამენტურ ღირებულებებს, თავისუფლებას, ადმიანის უფლებების დაცვას, მშვიდობას და თანასწორობას. ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრობლობით, ევროინტეგრაციის და დასავლური დემოკრატიის განვითარების გზაზე ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები. საზოგადოების კონსოლიდაცია და დემოკრატიული რეფორმები არის პროგრესის უპირობო გარანტია და ამ მიმართულებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა და გამოცხადებული ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ურთიერთობის გაღრმავების ეს პროცესი შეუქცევადია და ხელშესახებს ხდის ჩვენს მისწრაფებას, დავიმკვიდროთ ადგილი დიდ ევროპულ ოჯახში. მოხარული ვარ, რომ 2024 წელს მოხდება ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან უკვე გაცხადებული პოზიციის ოფიციალური დეკლარება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...