ქუთაისის ორი საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული

როგორც ქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა ,,აიპრესს“ განუცხადა, ამის მიზეზი კორონავირუსის დაფიქსირება გახდა.

ონლაინ რეჟიმზე გადავიდა N7 საჯარო სკოლა, რომლის შენობაშიც დროებით იმყოფება 23-ე სკოლა, შესაბამისად ისიც 12 დღის განმავლობაში სწავლებას დისტანციურად განახორციელებს.
ქალაქის მასშტაბით ამ ეტაპზე ვირუსის გავრცელების გამო დისტანციურ რეჟიმზე სხვადახვა სკოლის 38 კლასი იმყოფება.

კომენტარები
იტვირთება...