ქუთაისის ოპერის 51-ე სეზონი “ქეთო და კოტეს” პრემიერით გაიხსნება

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 51-ე თეატრალურ სეზონს პრემიერით გახსნის. 11 და 13 ოქტომბერს ქართული მუსიკის კლასიკოსის ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“ იქნება წარმოდგენილი.

სპექტაკლი მოამზადა დამდგმელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის შემადგენლობით.

საპრემიერო წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი. მთავარ როლებს შეასრულებენ თეატრის სოლისტები: ბადრი ადამია (კოტე), ბაკურ კვირიკაშვილი (ლევანი), ფერიდე ჯინჯიხაძე (მარო), კალისტრატე ხარჩილავა (მაკარი), მარიკა მაჩიტიძე, სოფიო ბერიშვილი (ქეთო), ემილ ჩარგაზია (საქო), იაგო ბუხრიკიძე (სიკო), მაია ნიკოლაძე (ბარბალე), ნათია სტეფანიშვილი, ინგა ფუტკარაძე (ბაბუსი).

სპექტაკლის მომზადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად