ქუთაისის “ნაცმოძრაობის” ოფისს საქათმე დააწერეს და ცოცხები დაუშინეს (ვიდეო)

დაპირისპირება მოხდა “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ოფისთან.

ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ოპოზიციური პარტიის შენობას კვერცხები და ცოცხები დაუშინეს, კარზე კი წარწერა “საქათმე” გააკეთეს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

დაპირისპირება თავდაპირველად “ქართული ოცნების”ოფისში დაიწყო. გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა მმართველი პარტიის საქალაქო ორგანიზაციის შესასვლელი დააბოქლომეს.

ქუთაისში დაპირისპირებამ “ქართული ოცნების” ოფისიდან “ნაციონალური მოძრაობის”ოფისთან გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად