ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს Covid-19 დაუდასტურდა

საარჩევნო ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, ავთანდილ ოსეფაიშვილს ვირუსი ორი დღის წინ დაუდგინდა, ის კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, განმარტავენ, რომ ამ დროისთვის არანაირი შეფერხება არაა და ყველა პროცედურა ჩვეულ რეჟიმში მიმდონარეობს. თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე ასრულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად