ქუთაისის N3 სკოლის მოსწავლის მშობელი მასწავლებელს ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლის მშობელი ცირა ხაბურძანია პედაგოგს თამარ კუხიანიძეს ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით მასწავლებელმა ბავშვს თავიდან თმა ამოაგლიჯა. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე გადაუგზავნა შსს-სა და განათლების სამინისტროს, ასევე სახალხო დამცველს.

თავად პედაგოგი ფიზიკურად შეხების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნავს, რომ მოსწავლეს მხოლოდ უსაყვედურა. სკოლის დირექტორი თამაზ ჭაბუკიანი კი ამბობს, რომ შემთხვევას სკოლის დისციპლინური კომიტეტი შეისწავლის.

ამ დრომდე უცნობია, აღძრავს თუ არა ფაქტთან დაკავშირებით საქმეს საგამოძიებო უწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად