ქუთაისის N27-ე საარჩევნო უბანზე მოქალაქემ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა

ქუთაისის N27 საარჩევნო უბანზე მოქალაქემ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა.

ქუთაისის N27 საარჩევნო უბანზე მოქალაქემ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა. როგორც ნათია ცეცხლაძემ განაცხადა, ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა, ადგილზე კი განუმარტეს, რომ ის სპეციალურ სიაში ირიცხება, მაშინ როცა მას სპეც სიაში ჩასმა არ მოუთხოვია. ის არის მედიკოსი და 2 დღის უკან გაიკეთა ტესტი კორონავირუსზე, რომლის პასუხიც უარყოფითი იყო. 27 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე მაია ყიფიანი განმარტავს, რომ კანონის გათვალისწინებით მას არ აქვს უფლება უბანზე დაუშვას ამომრჩეველი, რომელიც სპეც უბანზეა აღრიცხული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად