ქუთაისის მოსახლეობა 3 თვის დასუფთავების გადასახადისგან გათავისუფლდება

შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა. პროგრამის მიხედვით 60 000 აბონენტს მერია მარტის, აპრილისა და მაისის დასუფთავების გადასახადისგან გაათავისუფლებს, რაც ჯამში 180 000 ლარს შეადგენს.

“მოსაკრებლის შესახებ კანონისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის 220 დადგენილების საფუძველზე, თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეყილება ქუთაისში მაცხოვრებელ ფიზიკურ პირებს დაუფინანსოს დასუფთავების გადასახადი. რაც შეეხებათ იურიდიულ პირებს, მათ მერიის შესაბამის სამსახურში უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია და დაადასტურონ, რომ ამ სამი თვის განმავლობაში არ მუშაობდნენ, შესაბამისად გადასახადი მათაც ჩამოეწერებათ.”-განაცხადა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ეკოლოგიისა და მყარი ნარჩენების განყოფილების უფროსმა
არჩილ ტყაბლაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად