ქუთაისის მკვიდრი: შემოვარდა პოლიცია კალიდორში და მერე მეც გავლახე (ვიდეო)

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე კომენდანტის დამრღვევმა პირმა პოლიციის მითითება არ გაითვალისწინა და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა.
ინციდენტში ჩაერთნენ ი.ჯ.-ს მეზობლები, რომლებმაც პოლიციელებს არ მისცეს საშუალება, დაეკავებინათ სამართალდამრღვევი, სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა.

ინციდენტში ჩაერთნენ სამართალდამრღვევი ი.ჯ.-ს მეზობლები, რომლებმაც პოლიციელებს არ მისცეს საშუალება, დაეკავებინათ სამართალდამრღვევი, სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა.

თემასთან დაკავშირებით, კომენტარი ინციდენტში მონაწილე პირმა “რუსთავი 2”-თან გააკეთა და აღიშნა, რომ პოლიციამ თავად მიაყენა შეურაცხყოფა იქ მყოფ მოქალაქეებს.

“მთავარი შენიშვნა პოლიციას ის ჰქონდა, რომ ყველა გარეთ ვიყავით, რომ ეს ბიჭი არ წაეყვანათ…

ყველა ვინც ვიყავით შემოვედით კალიდორში, შემოვარდნენ ისინიც კალიდორში. შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ისე არის ის ბიჭი, რომ რავიი… შესახედავად არ იყო.

პოლიცა რას აკეთებდა და ტავდასხმას აკეთებდა ყველაზე, ავდექი მერე და მეც გავლახე”, – განაცხადა ინციდენტის მონაწილემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად