ქუთაისის მერმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები პარლამენტის დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები პარლამენტის დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა. ქალაქის მერმა დეპუტატებთან ერთად, თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო და მდინარე ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოები მოინახულა. 

გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მაჟორიტარებს ასევე თეთრი ხიდის, ეზოების კეთილმოწყობისა და ავანგარდის სასაფლაოს კედლის გამწვანების სამუშაოები აჩვენა. მისი განცხადებით ქალაქში კიდევ რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.

"ავანგარდში დავიწყეთ სასაფლაოს მიმდებარე ზოლის გამწვანების სამუშაოები, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნა იყო. ადგილობრივები აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანებას მოითხოვდნენ და ჩვენ, მათ ამ დაპირებას ვუსრულებთ. აქ ცოტა ხანში სრულიად განსხვავებული გარემო იქნება. ასევე მოვინახულეთ თბილისის ქუჩა, რომლის სამუშაოები დაახლოებით 1 მლ 56 000 ლარი ჯდება და ის სრულიად რეაბილიტირდება მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ქალაქში წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება,"-განაცხად ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...