ქუთაისის მერმა აგრარული ბაზრის თანამშრომლებს პირბადეები გადასცა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებულ აგრარულ ბაზარში, იქ მომუშავე პერსონალისთვის მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები დარიგდა. იმის გათვალისწინებით, რომ აქ მოქალაქეთა ნაკადი საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბაზრებში უსაფრთხოების ნორმების დაცვას.

ქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს პერიოდულად უტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ქუთაისი მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, ბაზარში მომუშავე ადამიანებს საქართველოში წარმოებული პირბადეები გადასცეს.

„ ბევრმა ქართულმა საწარმომ უკვე დაიწყო მრავალჯერადი პირბადეების წარმოება. დღეს აგრარულ ბაზარში მომუშავე ჩვენს მოქალაქეებს საჩუქრად გადავეცით ეს პირბადეები, რათა მათი საქმიანობა იყოს უსაფრთხო და დაცული.“ – აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად