ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი კვების ობიექტების მეპატრონეებს შეხვდა

დავით ერემეიშვილის ინიციატივით ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტების მეპატრონეებთან შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო იმ სიახლეებს რასაც მერია მცირე ბიზნესს ოპერატორებს სთავაზობს.

მათ შორისაა დასუფთავების გადასახადისგან გათავისუფლება. ასევე კვების ობიექტების მეპატრონეებს ეძლევა უფლება ნებართვისა და იჯარის გადასახადის გარეშე აითვისონ გარე სივრცე.
„ჩვენ ვითვალისწინებთ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, მსოფლიო პანდემიის პირობებში. ამ მიმართულებით ვცდილობთ გავუწიოთ შეღავათები მცირე მეწარმეებს. მათ ამის შესახებ კონკრეტული პირობები გავაცანით”, – აღნიშნა დავით ერემეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად