ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით მუშაობის შეჩერების მიუხედავად დღის ცენტრების თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებენ

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის პარალელურად, მუშაობა შეჩერდა დღის ცენტრებშიც. ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია შეხვდა დღის ცენტრების წარმომადგენლებს, რომლებიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა თერაპიის სერვისის მომწოდებლები არიან.

„ დღის ცენტრების მომსახურებით ბავშვების ის კონტიგენტი სარგებლობს, რომელთა განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს აქ გატარებულ ყოველ საათს. ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომ არ დაზარალდებიან არც ბავშვები და არც ის პროფესიონალები, რომლებიც მათთან მუშაობენ“ – აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

მერის გადაწყვეტილებით, დღის ცენტრებს შეუნარჩუნდებათ მარტის თვის ანაზღაურება, იმ პირობით, რომ პროგრამით გათვალისწინებული 20 საათის ანაზღაურებას ისინი მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით უზრუნველყოფენ. აღნიშნული გადაწყვეტილებით ხელფასი შეუნარჩუნდებათ იმ დასაქმებულ პირებს, რომელთა ანაზღაურებაც დამოკიდებულია შესრულებულ საათებზე. გრაფიკი შეთანხმებული იქნება მშობლებთანაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად