ქუთაისის მერიის წინ გოგი წულაიამ წყალი დანაყა

ქუთაისის მერიის წინ, პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავჯდომარემ წყალი დანაყა.წულაიამ აღნიშნული აქცია- პერმონასით ქუთაისის მერიის მიერ, ჭიათურის მუნიციპალიტეტზე ავტომობილის ჩუქება გააპროტესტა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დაუშვებელია ქალაქის ქონება მერმა ერთპიროვნულად განკარგოს.
“მერიასთან სიმბოლურად წყალი დავნაყე, რადგან როგორც წყლის ნაყვა არ არის შედეგის მომტანი, ასეთივე უშედეგო ხელისუფლებისთვის ჩემი ბრიფინგები. თითქოს გადასაყრელი გვქონდეს ქონება, ისე ვაჩუქეთ ჭიათურას უახლესი მოდელის ავტომობილი. მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ასე როგორ გეზიზღება ქუთაისი, რომ მერად ბრიყვი პოლიტიკოსი დაგვისვი?!”-აცხადებს წულაია.
ქუთაისის მერიაში გოგი წულაიას ბრალდებებს არ პასუხობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...