ქუთაისის მერიასთან დაკავებული 6 აქტივისტის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 6 პირის სხდომა ფღეს გაიმართება. სასამართლოსთან აქტივისტები არიან შეკრებილები და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.

შეგახსნებთ, გუშინ სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ქუთაისის მერიაში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირების დროს დააკავეს 6 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...