ქუთაისის მერიამ ქალაქში არსებულ სასურსათო მაღაზიათა ქსელებს პირბადეები და ანტისეპტიკური სითხეები გადასცა

ქალაქში არსებულ სასურსათო მაღაზიათა ქსელებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა , ყოველდღე  მუშაობენ, პირბადეები და ანტისეპტიკური სითხეები თვითმმართველობისგან საჩუქრად გადაეცა.

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემიშვილმა, მერის მოადგილემ იუზა უგულავამ და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ სასურსათო მაღაზიაში მომუშავე ადამიანებს პირბადეები პირადად გადასცეს.
„ამ ჟესტით ერთგვარი მადლობა გვინდოდა გამოგვეცხადებინა იმ ბიზნესისთვის,  რომელიც  ქალაქს გვერდით დაუდგა და საშუალება მოგვცა სოციალურად დაუცველთათვის სურსათი დაგვერიგებინა“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
პირბადეები საქართველოშია დამზადებული და მრავალჯერადი გამოყენებისაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად