ქუთაისის მერიამ კომპანია “ალმა რუსი” დააჯარიმა

კომპანია ქუთაისში, მდინარე რიონზე არსებული ისტორიული თეთრი ხიდის რეაბილიტაციას აწარმოებს.

„ალმა რუსმა“ ეს უფლება ტენდერში გამარჯვების გზით მოიპოვა. კომპანიამ დაარღვია მშენებლობის დასრულების ვადები და იგი 9000 ლარამდე დაჯარიმდა. პირობების თანახმად სამუშაოები სრულიად 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო რასაც კომპანია „ალმა რუსი“ ვერ ახერხებს .


„ჩვენ ყველა კომპანიის მიმართ ვიქნებით პრინციპულები. დაჯარიმდება ყველა ვინც არაკეთილსინდისიერად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს“ განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად