ქუთაისის მერია: გირჩის ხელმძღვანელის კითხვები არაადეკვატურია

ქუთაისის მერიაში პოლიტიკურ ცენტრ ,"გირჩის“ მოწოდებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ქალქის მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი და კომისიაცაა შექმნილი. როგორც "აიპრესს“ მერიაში განუცხადეს, თემურ ცამციშვლი, თავად იყო ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსანი, თუმცა არაფერი გაუკეთებია უსახლკაროთა დასახმარებლად.

"მერია ახორციელებს უსახლკაროებისთვის პროგრამას. მოხდება დროებითი საცხოვრისით მოქალაქეების დაკმაყოფლება. უკვე შექმნილია შესაბამისი კომისია,რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებს.

დღეს ისეთ ადამიანებს უჩნდებათ არაადეკვატური შეკითხვები,რომლებიც თავად იყვნენ ხელისუფლებაში და ამ მიმართულებთ არაფერი გაუკეთებიათ“-განუცხადეს "აიპრესს“ ქუთაისის მერიაში.

უსახლკაროთა თავშესაფრისთვის ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტში 1 მლ ლარია გათვალისწინებული. როგორც ცნობილია საცხოვრებლით, 50-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად