ქუთაისის მერი: მშენებარე კაფეს გარშემო მიმდინარე პროტესტი “ნაცმოძრაობის” უნიჭო მცდელობაა

ქუთაისის მერი, შოთა მურღულია არასამთავრიბო ორგანიზაციების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა,  რომლებიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.
 

შოთა მურღულიამ განმარტა რომ ეს იყო საეჭვო რეპუტაციის მქონე არასამთავრობოების მიერ მოწყობილი აქცია, სადაც მონაწილოებდა 3 პოლიტიკური პარტია და 8 ადამიანი. 

"ამ დღეებში იყო ერთი აქტუალური თემა წამოწეული ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" უნიჭო მცდელობა, რომ რაღაც გააპროტესტონ, სხვა ვერაფერი საპროტესტო ვერ მოძებნეს. მინდა გითხრათ, რომ ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, ანუ 13-მა სუბიექტმა, გუშინ მოაწყო აქცია, სადაც მონაწილეობდა რვა ადამიანი. ამ 8 ადამიანში, გული მწყდება 2 ადამიანზე სახელებს და გვარებს, არ ვიტყვი, ვეცდები, მათ შევხვდე იმიტომ რომ მგონია ეს ადამიანები, აყოლიებული არიან და არ არიან დოკუმენტაციას გაცნობილი. დანარჩენი თქვენ იცით, თქვენი ყოფილი კოლეგები არიან "ნაცმოძრაობიდან" ვითომ არასამთავრობოების შემქმნელები", – განაცხადა მურღულიამ საკრებულოს სხდომაზე.

შოთა მურღულიამ სხდომაზე განმარტა, რომ კაფე-ბარი არის მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა, რომელიც ისტორიულ "ოქროს ჩარდახს" ჩამოეფარება. 

მისივე თქმით, არ შეიძლება ამ თემაზე პროტესტი ჰქონდეს იმ ადამიანებს, ვინც თავის დროზე "ოქროს ჩარდახს" და "მირზაან" უთმეტრიანი შენობა ჩამოაფარა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქალაქის ცენტრაულ ნაწილში მიმდინარე კაფე-ბარის მშენებლობა გააპროტესტა. ისინი მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად