ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გ.ტაბიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე-მერ დავით ერემეიშვილთან და მოადგილე იუზა უგულავასთან ერთად, გ.ტაბიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ქალაქის მერმა მათ მიაწოდა ინფორმაცია და განუმარტა მიზეზები, თუ რატომ შეწყდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მერია კომპანია შპს “ჯეო სერვისს” ხელშეკრულებას უწყვეტს. “ტაბიძის ქუჩაზე შევხვდით მოსახლეობას და ავუხსენით მდგომარეობა. ჩვენ ვწყვეტთ ხელშეკრულებას იმ ფირმასთან რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა და რამდენიმე დღეში განვაახლებთ მუშაობას. ეს ინფორმაცია მივაწოდეთ მოსახლეობას,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...