ქუთაისის მერი და ვიცე-მერი, სპორტის სხვადასხვა სახეობაში 2019 წლის მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორ სპორტსმენებსა შეხვდნენ

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში 2019 წლის მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ.

მერმა, ვიცე-მერმა და ა(ა)იპის მმართველმა მათ მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადეს და სიგელები გადასცეს.

შეხვედრაზე განიხილეს გეგმები, რომელთა განხორციელებაც სპორტის სფეროში მომავალი წლიდან იგეგმება.

საუბარი ასევე შეეხო სპორტული სკოლების რეაბილიტაციის საკითხს, რომელიც 2020 წელს დაიწყება.

“შევხვდით წარმატებულ სპორტსმენებს. ჩვენს ქალაქს ისინი ასახელებენ, რისთვისაც მათ მადლობა გადავუხადეთ. ვისაუბრეთ არსებულ პრობლემებზე და იმ გეგმებზე, თუ რას ვაპირებთ 2020 წელს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპოტული სკოლის ყველა დარბაზს, რათა უკეთეს პირობებში შეძლონ ვარჯიში და მიაღწიონ მეტ წარმატებას”,-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად