ქუთაისის მერი, ბაგა-ბაღებში დირექტორების გაფიცვას, პოლიტიკურად მართულს უწოდებს

ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ქუთაისის 4 ბაგა-ბაღიდან გათავისუფლებული თანამშრომლის საქმეს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პროცესი მართული იყო, გარკვეული პოლიტიკური წრეების მხრიდან. მისივე განმარტებით, მორალური თვალსაზრისით არ არის სწორი, ფეხმძიმე თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება. თუმცა, არც ისაა სწორი როცა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, 1200 ბავშვი ქუჩაში რჩება და ამის შესახებ არავინაა ინფორმირებული.

"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ბავში მისი ჯანმრთელობა კვება და ამით, მისი მშობლების მანიპულირება არ არის სწორი, მაშინ როდესაც შეთანხმება შედგა და თუ ეს არ იყო, პოლიტიკურად ანგაჟირებული სხვანაირად ეს გაფიცვა არ მოხდებოდა.

არ ვამბობ, რომ ის ადამიანები არიან პოლიტიკური პარტიების წევრები, არამედ ვიღაცამ ამის ინიცირება მოახდინა. წინა დღეს შეთანხმებას მივაღწიეთ და მეორე დღეს რაღატო იფიცებოდნენ თან 37 დირექტრიდან 4, ანუ ეს იყო მართული პროცესი.
რაც შეეხება ფეხმძიმე ქალბატონს, მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსი ამას უშვებს, რა თქმა უნდა, მორალური თვალსაზრისით არ არის კარგი. არსებობს სასმართლო და ის დაადგენს გადაწყვეტილების სისწორეს. თუმცა, უნდა ავღნიშნო, რომ მოულოდნელი გაფიცვა და 1200 ბავშვის ქუჩაში დატოვება არასწორი ქმედებაა,“ – განაცხადა შოთა მურღულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ბაგა ბაღიდან გათავისუფლებულ ფეხმძიმე დირექტორს, ნანა კაკურიას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად