ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

მეხანძრე-მაშველები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, სკოლის სპორტის დარბაზში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდნენ.ადგილზე მობილიზებული იყო 5- ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

სკოლასთან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

რესურსენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, შენობაში ძლიერი დაკვამლიანება იყო, მეხანძრე მაშველებმა დროულად მოახდინეს რეაგირება. მისივე ინფორმაციით, როგორც კი შესაძლებლობა იქნება მოხდება ზარალის დათვლა და დამწვარი ტერიტორიის რეაბილიტაცია.

ცნობისთვის, ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...