ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 4 პატიმარი შიმშილობს

ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 4 პატიმარი შიმშილობს. ინფორმაცია ამის შესახებ მსჯავრდებულების ინტერესების დამცველელებმა, როინ ჭეიშვილმა და ციცინო ბაბუნაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაავრცელეს.

მათი თქმით, აქედან ერთ-ერთი პატიმარი თვეზე მეტია შიმშილობს, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
ადვოკატების თქმით, პატიმრებს გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა, თუმცა შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ და გამოძიებამ გამოძალვის, სხეულის ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანების მუხლები დაამატა. გარდა ამისა, ადვოკატების ინფორმაციით, ერთ-ერთი პატიმარი ხონის პოლიციის უფროსის მოადგილეს ჩვენების იძულებით მიცემას ედავება.
დაკავებულების ინტერესების დამცველები საქმის სწორად გამოძიებას და სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად