მხეიძე: როგორც გადაწყვეტენ ეკლესიაში, იმის მიხედვით დავესწრები მსახურებას

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრება

ამის შესახებ დიმიტრი მხეიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ წლებია ეკლესიაში მსახურობს და შესაბამისად, ყველა წესის დაცვით დაესწრება ლიტურგიას.

როგორც დეპუტატმა განმარტა, ის ქუთაისში სასულიერო პირებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ არ დაირღვეს კომენდანტის საათი და ლიტურგია დილით დაიწყოს.

,, ტაძარში ვიქნები თუ გარეთ, ჯერ არ ვიცი. როგორც გადაწყვეტენ ეკლესიაში, იმის მიხედვით დავესწრები მსახურებას. რაც მთავარია, ყველა წესი იქნება დაცული”- განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად