“ქუთაისის კულტურულდაწესებულებათა გაერთიანებასა“ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასა“ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმის მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. შეთანხმების საფუძველზე, სააგენტოსა და გაერთიანების ერთობლივი თანამშრომლობით მოხდება ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის საექსპოზიციო-სამუზეუმო სივრცის შემდგომი განვითარებისა და მოდერნიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების უზრუნველყოფა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ასევე, მუზეუმში დაცული ექსპონატების სარესტავრაციო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ხელშეწყობა. თანამშრომლობის პროცესში აქტიურად იქნება მხარდაჭერილი საგამოფენო და სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებისათვის საჭირო გარემოს შექმნა.


მემორანდუმის გაფორმებისას მხარეებად წარმოდგენილნი იყვნენ ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველი ვაჟა ჯუღელი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მუზეუმის ეზოში საოპერო მუსიკის საღამო გაიმართა, სადაც ზაქარია ფალიაშვილის ოპერებიდან არიები შესრულდა. 

კონცერტში მონაწილეობდნენ : ლიანა კალმახელიძე (რესპუბლიკის სახალხო არტისტი) ; ალუდა თოდუა ( დიდი თეატრის სოლისტი) ;
რამაზ კუბლაშვილი ( ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი) ; ელდარ გეწაძე ( (რესპუბლიკის სახალხო არტისტი,პროფესორი).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...