გამოჯანმრთელებული ორსულები, მელოგინეები და ბავშვები კლინიკას დღეს დატოვებენ.
კოვიდცენტრში ამ დროისთვის 123 პაციენტია მოთავსებული. მათ შორის 27 ორსული და მელოგინე, ხოლო 15 ბავშვი.
“37 პაციენტი გვყავს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. კრიტიკულად მძიმეა 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გაზრდილი მომართვიანობიდან გამომდინარე, 10 საწოლი დავამატეთ ინტენსიური თერაპიის განყოფილებას. კოვიდცენტრის გახსნის დღიდან, 30 მშობიარობა და საკეისრო კვეთა ჩატარდა. ყველა შემთხვევა კარგად დასრულდა. ჯამში კლინიკას 350 გამოჯანმრთელებული ჰყავს”, – ამბობს კლინიკა „ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.