ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებულ 4 ჩვილს მკურნალობენ

მათგან ყველაზე პატარა 9 დღისაა. მკურნალი ექიმის ნათია ხაჩიძის განცხადებით, ჩვილების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“მათგან არც ერთი არ არის ჟანგბადდამოკიდებული. ველოდებით 2 ჩვილის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს”,- ამბობს ნათია ხაჩიძე.

კოვიდდადებითი 40 ორსული და მელოგინეა მოთავსებული კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში. თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“განყოფილებაში ისევ მატება გვაქვს. თერჯოლის მკვიდრ კოვიდინფიცირებულ ორსულს ფიზიოლოგიური მშობიარობის გზით შეეძინა ჯანმრთელი, მამრობითი სქესის ნაყოფი. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ორსულებთან და მელოგინეებთან ერთად, განყოფილებაში 7 ახალშობილი გვყავს”, – ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი გიორგი სხილაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად