კლინიკა “ბომონდში” გალიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ ჩვილს, რომელიც აკვნის გარეშე ვერ იძინებდა, აკვანი მიუტანეს

ქუთაისის კლინიკა “ბომონდში” გალიდან გადაყვანილ 6 თვის ჩვილს მკურნალობენ. როგორც კლინიკის Facebook გვერდზეა აღნიშნული, სპეციალურად 6 თვის ემილი შაკაიასთვის ადგილზე აკვანიც მიიტანეს.

“როგორც გაირკვა, პატარა პაციენტი დაძინებას მხოლოდ აკვანში ახერხებდა, სხვა შემთხვევაში, მისი დაძინების ყოველი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. შესაბამისად, კლინიკის გუნდმა იზრუნა იმაზე, რომ ემილის აკვანი და ტკბილი ძილის შესაძლებლობა ჰქონოდა,”-ნათქვამია კლინიკის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები
იტვირთება...