ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ Covid19 რამდენიმე ხანდაზმულმა პაციენტმა დაამარცხა

გამოჯანმრთელებულებს შორის არის 91 წლის ქალი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში 22 ნოემბერს, სახლიდან დადასტურებული კოვიდინფექციით შეიყვანეს. პაციენტს ტემპერატურა, საერთო სისუსტე, გვერდების ტკივილი და გულ-მკერდის არეში ტკივილები აღენიშნებოდა. პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

სამედიცინო დაწესებულების დასატოვებლად ემზადება ასაკოვანი ცოლ-ქმარი. წყალტუბოს მკვიდრი, 80 და 83 წლის პაციენტები კლინიკაში ორმხრივი პნევმონიით შემოვიდნენ. გამოჯანმრთელებულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის მამაკაცი, რომელსაც ასევე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. კოვიდცენტრში ამ დროისთვის 90 წელს გადაშორებული 5 პაციენტი მკურნალობს. ჯამში სამედიცინო დაწესებულებაში 125 პაციენტია მოთავსებული, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 450-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად