ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ Covid19-ით ორი პაციენტი გარდაიცვალა

78 წლის ქალბატონს ორმხრივ მწვანე პნევმონიასთან ერთად, აღენიშნებოდა ქრონიკული უკმარისობა, ჰიდროპერიკარდიუმი და ხორხის სიმსივნე.

რაც შეეხება 72 წლის მამაკაცს, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, კარდიომიოპათია და ორმხრივი ჰიდროთორაქსი აღენიშნებოდა.

პაციენტები კლინიკაში დადასტურებული კოვიდ 19-ით 15 და 16 სექტემბერს შემოიყვანეს. კლინიკა „ბომონდის” კოვიდცენტრი 14 სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ამ დრომდე ახალი კორონავირუსული ინფექცია 60-მა პაციენტმა დაამარცხა. გამოჯანმრთელებულები არიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორსულები, მელოგინეები და ბავშვები. ამ დროისთვის კლინიკაში 90 კოვიდდადებით პაციენტს უტარდება მკურნალობის კურსი. გვყავს ორი კრიტიკულად მძიმე პაციენტი. აღნიშნული პაციენტების შემთხვევაში ფატალური შედეგის დადგომა თანმდევმა ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია. მედიკოსების მაქსიმალური მცდელობისა და გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – ამბობს კლინიკა „ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად