ქუთაისის კლინიკა ,,ბომონდში” Covid19-ით ინფიცირებულ 4 ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ თითოეული შემთხვევა წარმატებით დასრულდა.

საკეისრო კვეთის შედეგად 5 ახალშობილი დაიბადა, მათ შორის ტყუპი ვაჟები. “თითოეულ შემთხვევაში საკეისრო კვეთება ჩვენებით ჩატარდა.

“განსაკუთრებით რთული იყო ერთი ორსულის მდგომარეობა, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. დედებიც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ,”-ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

დღესვე, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი 13-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ხოლო 6 პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით საკარანტინე სივრცეში გადავიდა. ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი 77 პაციენტი რჩება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად